„ექსპერტიზა+“ საკვები პროდუქტების სერტიფიცირების სფეროში სანდო ორგანოა, რომელიც დაარსდა 2000 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე. კომპანიის საფუძველი ჩაუყარა ქალბატონმა მზია ხარაძემ (პოლიციის პოლკოვნიკი), რომელმაც შეკრიბა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი და მათთან ერთად დაარსა ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და შეურყეველი რეპუტაციით.
„ექსპერტიზა+“-ის საქმიანობა ეფუძნება ხარისხის, უსაფრ-თხოების და სანდოობის პრინციპებს. მრავალი წლის გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით კომპანია უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების შეესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან, პროდუქტების უსაფრთხოებას და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებას.
დღეს „ექსპერტიზა+“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც ენდობა მრავალი საწარმო და კომპანია, და რომლის მთავარი მიზანია ხარისხის კულტურის განვითარება, ბაზრის გამჭვირვალობის მხარდაჭერა და მომხმარებელთა დაცულობის უზრუნველყოფა.
